მსახიობი ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მსახიობი ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა კულტურა, სპორტი
2-09-2011, 16:00
79 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გადატანილი ინსულტი გახდა.

ზინაიდა კვერენჩხილაძე 1932 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1951 წელს თბილისის ქალთა 35-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობს თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან კი მეტყველების კათედრის პედაგოგია. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია "ქვემო ქართლი". მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის "ჩემი ანტიგონეს" პუბლიკაციით.

იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1968) და საქართველოს სახალხო არტისტი (1976).

აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები: სლავკა ("ფილოსოფიის დოქტორი"), ლელა ("ბახტრიონი"), ლიზი ("წვიმის გამყიდველი"), ტურა ("ჭინჭრაქა"), ელიზაბეტ პროქტორი ("სეილემის პროცესი"), დედა ("მზიანი ღამე"), ანტიგონე ("ანტიგონე"), ფედრა ("ფედრა"), მედეა ("მედეა"), იოკასტე ("ოიდიპოს მეფე"), კლეოპატრა ("ანტონიოსი და კლეოპატრა"), ემილი დიკინსონი ("ამჰერსტის მშვენება"), პონსია ("ვთამაშობთ ჯინს"). მსახიობს რამდენიმე როლი აქვს ნათამაშები ქართულ ფილმებშიც.
ipn.ge
 
 

ასევე:

  • მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა
  • რამაზ ჩხიკვაძეს 78 წელი შეუსრულდა
  • 82 წლის ასაკში რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი გარდაიცვალა
  • იპოლიტე ხვიჩიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა
  • ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge