ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარიელ ჭანტურიასთან შეხვედრა გაიმართება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარიელ ჭანტურიასთან შეხვედრა გაიმართება სტუ
16-04-2013, 19:57
ხვალ, 17 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდება შეხვედრა პოეტ ტარიელ ჭანტურიასთან. სტუ-ის ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის დირექტორის, ვაჟა პაპასკირის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პოეტის ახალი კრებულის „საიტ.უმლო ბარათი 3“-ის პრეზენტაცია. ამასთან, სტუ-სა და გამომცემლობა “ინტელექტს” შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს.

გამომცემლობა "ინტელექტის" ახალი გამოცემა ტარიელ ჭანტურიას სრულ პოეტურ შემოქმედებას აერთიანებს. ღონისძიებაზე სტუდენტები წიგნს დიდი ფასდაკლებით მიიღებენ. საღამოზე დასწრება თავისუფალია.

ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება (1956). პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს, პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ – 1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. ძირითადი კრებულებია: “საქანელა“ (1965), “ქვა და ომი“ (1967), “ახალი მთვარე“ (1970), “ორნი“ (1972), “დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), “წყნარი მზის წელიწადი“ (1975), “თაფლობის საუკუნე“ (1978), “პოემები“ (1979), “სტრესები და სიტყვები“ (1980), “რჩეული“ (1982), “ბოლთა“ (1893), “მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. ტარიელ ჭანტურია არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლებთან თანამშრომლობის პილოტური პროექტის ფარგლებში ტარდება. პროექტი გულისხმობს საგამომცემლო სახლებთან თანამშრომლობით სტუ-ში ახალი წიგნების პრეზენტაციისა და ლიტერატურული საღამოების გამართვას. პირველი საღამო პოეტ ტარიელ ჭანტურიას ეძღვნება.
 
 

ასევე:

  • ტარიელ ჭანტურია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
  • “ქარავანში’’ “ღია ბარათების” პრეზენტაცია გაიმართება
  • სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება
  • ბიბლიოთეკაში 100 000 ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge