ტარიელ ჭანტურია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ტარიელ ჭანტურია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა სტუ
17-04-2013, 20:32
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა პოეტ ტარიელ ჭანტურიასთან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პოეტის ახალი კრებულის „საიტ.უმლო ბარათი 3“-ის პრეზენტაცია. ამასთან, სტუ-სა და გამომცემლობა “ინტელექტს” შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

გამომცემლობა "ინტელექტის" ახალი გამოცემა ტარიელ ჭანტურიას სრულ პოეტურ შემოქმედებას აერთიანებს. ღონისძიებაზე სტუდენტებმა წიგნი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღეს. გამომცემლობა “ინტელექტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მარიკა ბაკურაძის განცხადებით, ასეთი საღამოები “ინტელექტისა” და სტუ-ის თანაშრომლობით ხშირად მოეწყობა.

ღონისძიება სტუ-ის ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის დირექტორმა, ვაჟა პაპასკირმა გახსნა. ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაზე პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა ისაუბრა. თავად ტარიელ ჭანტურიამ წაიკითხა თავისი ლექსები. სტუდენტებმა პოეტს დაუსვეს კითხვები როგორც მის შემოქმედებასთან, ისე განვლილ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება (1956). პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს, პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ – 1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. ძირითადი კრებულებია: “საქანელა“ (1965), “ქვა და ომი“ (1967), “ახალი მთვარე“ (1970), “ორნი“ (1972), “დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), “წყნარი მზის წელიწადი“ (1975), “თაფლობის საუკუნე“ (1978), “პოემები“ (1979), “სტრესები და სიტყვები“ (1980), “რჩეული“ (1982), “ბოლთა“ (1893), “მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. ტარიელ ჭანტურია არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლებთან თანამშრომლობის პილოტური პროექტის ფარგლებში ტარდება. პროექტი გულისხმობს საგამომცემლო სახლებთან თანამშრომლობით სტუ-ში ახალი წიგნების პრეზენტაციისა და ლიტერატურული საღამოების გამართვას. პირველი საღამო პოეტ ტარიელ ჭანტურიას ეძღვნება.
 
 

ასევე:

  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარიელ ჭანტურიასთან შეხვედრა გაიმართება
  • სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება
  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
  • “ქარავანში’’ “ღია ბარათების” პრეზენტაცია გაიმართება
  • სტუ-ში რეზო სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge