“უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

“უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა სტუ
22-03-2014, 20:18
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა. საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: გიორგი კეკელიძემ, ილია კილაძემ და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.

საღამო მუსიკალურად გააფორმა მევიოლინე ვალერი ტონიამ.

გიორგი კეკელიძე არის ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი. პრემია "საბას" ლაურეატი, პრემია “ოქროს ფრთის” ლაურეატი, მუშვიგის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი. ამავე საიტის მთავარი რედაქტორი (2006-2012), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. 2001-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი). თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტის ლექსები, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრები (“ჯადოსნური კარი“), სერგეი დორენკოს “რომანი 2008“. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში. ავტორის შემოქმედების ინგლისური თარგმანები და აუდიოვერსია განთავსდა საერთაშორისო საიტზე Lyrikline.org. 2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული “ოდები“. 2010 წელს გამოცემულ საბავშვო პოეზიის კრებულში შესულია გიორგი კეკელიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი. 2011 წელს გამოცემლობა “სიესტამ“ ახალი სერია – “წიგნი თეფშზე“ – დაიწყო. სტანდარტული სტამბური პროცედურების ნაცვლად წიგნი მიაქვთ სუპერმარკეტში, სადაც ფურცლებს ათავსებენ და “აფასოებენ“ პლასტიკატის თეფშებზე, ზუსტად ისეთებზე, რომლებიც გაყინული ქათმებისთვის, თევზისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის თუ ნამცხვრებისთვისაა განკუთვნილი. პირველი წიგნი ამ სერიიდან გიორგი კეკელიძის პოემა “ყორანი“ იყო. 2012 წელს გამოვიდა გიორგი კეკელიძისა და გიგი ხორნაულის მიერ ადაპტირებული “გველის მჭამელი (ვაჟა-ფშაველა) კომიქსად. 2012 წლის მიწურულს გამოიცა გიორგი კეკელიძის და მაი ლაშაურის ერთობლივი ალბომი ,,მინიატურები გიორგი კეკელიძის ლექსებზე აგებული მაი ლაშაურის ნახატები. შარშან გამოვიდა გიორგი კეკელიძის ლექსებზე აგებული ანა სანაიას მინი ფილმი. 2013 წელსვე ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, გიორგი კეკელიძის მინიატურების სამენოვანი (ინგლისური, გერმანული, რუსული) თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მსმენელის წინაშე გიორგი კეკელიძე სპეციალური მაისურით – Russia stop creeping annexation of Georgia - წარდგა. პოეტს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: 2009 წ. – ლიტერატურული პრემია “საბა“ – წლის საუკეთესო დებიუტი კრებულისთვის “ოდები"; 2010 წ. – წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში; 2010 წ. – British Council ლონდონის წარმომადგენლობის კონკურს Poet in the City-ში გამარჯვებული საქართველოდან; 2010 წ. – წლის ადამიანი ჟურნალ “ცხელი შოკოლადის ვერსიით; 2012 წ. – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემია “ოქროს ფრთა ლიტერატურული ტელე- და ინტერნეტპროექტებისთვის ინტერპრეტაცია და ლიტარეა; 2012 წ. – წლის ადამიანი ჟურნალ “ცხელი შოკოლადის ვერსიით ( ეროვნულ ბიბლიოთეკაში გატარებული აქტივობებისთვის); 2013 წ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული; 2013 წ. – მუშვიგის საერთაშორისო პრემია (გადაეცა ბაქოში).

ილია კილაძე 1988 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა. 2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით. 2009 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" კორესპონდენტია. არის 2 პოეტური კრებულის ავტორი: " როცა ერთად ვიქნებით" და "ჩვენ დავიბადეთ". მისი შემოქმედება განთავსებულია სხვადასხვა ლიტერატურულ საიტზე და იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში. ამავდროულად, ილია კილაძე არის ფოლკლოურულ ანსამბლ "არილის" სოლისტი.

ყოფილი პოეტური ჯგუფის “ვარდისფერი ავტობუსის“ წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე 1988 წლის 12 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით დრამისა და კინოს მსახიობი (ბაკალავრი) და ტელე-კინო დრამატურგი (მაგისტრი). მუშაობს რადიოწამყვანად რადიო “ფორტუნაში”, არის ჟურნალი “დრო მშვიდობისა” მთავარი რედაქტორი და ტელეკომპანია “მაესტროს” იუმორისტული გადაცემების სცენარისტი. იყო პოეტური გაერთიანება “ვარდისფერი ავტობუსის” წევრი. 2013 წელს მისი მოთხრობა წლის 15 საუკეთესო მოთხრობას შორის მოხვდა. არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. წერდა ფსევდონიმებით (ხვიარა, ჩე…).
 
 

ასევე:

  • გალერეა “უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართება
  • NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
  • მწერალთა სახლში ბესო ხვედელიძის საღამო გაიმართება
  • ქარავანში ქართველი პოეტების პოეზიის საღამო გაიმართა
  • 81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge