NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
13-01-2011, 04:57
18 იანვარს, 19:00 საათზე, NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებული გამოსცა გამომცემლობა ”პეგასმა”. წიგნის გამომცემელია მარინე ცხადაია, რედაქტორი - თამარ ფხაკაძე, დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა ეკუთვნის ნინო კაპანაძეს. წიგნის ყდაზე გამოყენებულია სოფო ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ავტორის პორტრეტი. კრებულში შესულია 2006-2010 წლებში დაწერილი ლექსები.

პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, არტ-კრიტიკოსი შოთა იათაშვილი დაიბადა 1966 წელს. ავტორია პოეტური კრებულებისა: “სიკვდილის ფრთები” (1993); “ანომალიური პოეზია” (ზურაბ რთველიაშვილთან და გიორგი ბუნდოვანთან ერთად, 1993); “საღეჭი რეზინა” (1994); “მსუბუქი, ძალიან მსუბუქი და არც ისე მსუბუქი” (დიანა ვაჩნაძესთან ერთად, 1997); “ბენზინის ყვავილები” (2000); “ლექსები” (2002); “ფანქარი ცაში” (რჩეული; 2004); "სანამ დროა" (2006); "შრამი" (2010). გამოქვეყნებული აქვს პროზაული ნაწარმოებები: “კონტრაჟური” (1998); “ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი” (2000);"ფოტომამები" (2005) და ლიტერატურული კრიტიკა "დალაგება" (2010). გარდა ამისა, იათაშვილს ეკუვნის თარგმანები: სიუზან სონტაგი "რადიკალური ნების სტილები" (1999); ამერიკელი პოეტები (2004).

შოთა იათაშვილი ლაურეატია ლიტერატურული პრემიისა „საბა“(ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული (2007) და საერთაშორისო პრემიისა "Киевские лавры" (2009). მონაწილეა საერთაშორისო პოეტური ფესტივალებისა: ORIENT-OCCIDENT (რუმინეთი, კურტ-დე არჯესი, 2006), EST-OUEST (საფრანგეთი, დი, 2006), Poetry International (როტერდამი, 2007), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009), SOTZIA (ტალინი, 2008), "პოეზიის დღეები" (რიგა, 2008), «Киевские лавры» (კიევი, 2009, 2010), შავი ზღვის აუზის ქვეყნების I პოეტური ფესტივალი (თურქეთი, ორდუ, 2010) და სხვა.

შოთა იათაშვილის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, რუმინულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, თურქულ, ალბანურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

1993-97 წლებში მუშაობდა ლიტერატორთა რესპუბლიკურ ცენტრში (ლიტერატურული გაზეთები "რუბიკონი" და "მესამე გზა") რედაქტორად. იყო "კავკასიური სახლის" გაზეთ "ალტერნატივას" მთავარი რედაქტორი.

1998 წლიდან გამომცემლობა "კავკასიური სახლის" რედაქტორია.
 
 

ასევე:

  • მწერალთა სახლში ბესო ხვედელიძის საღამო გაიმართება
  • “უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა
  • წიგნის სახლში ბელა ჩეკურიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • დღეს ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება
  • სტუ-ში რეზო სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge