|
19-05-2011, 23:07
20 მაისს, 13:00 საათზე, გამომცემლობა "დიოგენე" თბილისში წიგნის ახალ მაღაზიას გახსნის (მის.: ა. აფაქიძის 9).
"დიოგენე" იქნება მწერალთა და მკითხველთა შეხვედრის ადგილი, გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ფილმებისა და სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, ლიტერატურული თამაშობები, წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ასევე უცხოური გამოცემები. შესაძლებელი იქნება უნიკალური წიგნების შეძენაც.
მაღაზიის კლიენტებს გადაეცემათ დაგროვების ბარათი, მოეწყობა ფასდაკლების აქციები: "ერთი წიგნის დღე", "დიოგენეს" ტრადიციული აქცია "მწვანე შაბათი" და სხვა.
მომხმარებელს შესვთავაზებენ ორიგინალურ აქსესუარებს, სუვენირებსა და ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც წიგნთან იქნება დაკავშირებული, იმოქმედებს სპეციალური პროგრამები ბავშვებისა და უფროსებისთვის. |
|