"დიოგენე" აწყობს აქციას "წიგნები არ იწვის" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"დიოგენე" აწყობს აქციას "წიგნები არ იწვის" კულტურა, სპორტი
9-02-2012, 13:12
დღეს, 9 თებერვალს, 18:00 საათზე, გამომცემლობა "დიოგენე" აწყობს აქციას "წიგნები არ იწვის". წიგნის მაღაზია "დიოგენეში" პირველად საქართველოში დააზღვევენ წიგნს და გაიმართება საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლების დაჯილდოება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ აქციის მოწყობის სურვილი გაჩნდა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ გამომცემლობის საწყობი დაიწვა და ბევრი წიგნი დაზიანდა.

აქციაზე გამომცემლობა ",დიოგენე" დააჯილდოებს ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს, სახანძროს თანამშრომლებს, გაწეული სამსახურისთვის.

პირველად საქართველოში წიგნის დასაცავად და გასაფრთხილებლად ,,დიოგენე" სადაზღვეო კომპანია "არდი ჯგუფთან " ერთად სიმბოლურად დააზღვევს ერთ წიგნს.

აქციის ფარგლებში 9-10 თებერვალს ჩვენს მაღაზიაში "დიოგენეს" წიგნები გაიყიდება 20%-იანი ფასდაკლებით. დამსწრე საზოგადოება წინასწარ გამოცხადებული ექსლიბრისის დიზაინის კონკურსის შედეგებსაც გაეცნობა. მოეწყობა კონკურსანტების ესკიზების გამოფენა და გამარჯვებულის დაჯილდოება 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით. მაღაზიაში მოსულ მყიდველს შესაძლებლობა მიეცემა, სპეციალურ (2-3 ლარად) ფასად შეიძინოს ნახანძრალი წიგნი ექსლიბრისით "წიგნები არ იწვის".
 
 

ასევე:

  • გამომცემლობა “დიოგენე” კორპორაციულ აქციას აწყობს
  • "დიოგენე" თბილისში წიგნის ახალ მაღაზიას გახსნის
  • "დიოგენე" რადიო "თავისუფლების" რეპორტიორების შემოქმედების პრეზენტაციას გამართავს
  • "გალას" გამარჯვებულები დააჯილდოვეს
  • “ინტელექტმა”ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge