|
25-05-2010, 01:51
დღეს, 25 მაისს, 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში გამომცემლობა “დიოგენე” რადიო "თავისუფლების" რეპორტიორების - ეკა ქევანიშვილის ლექსების კრებულის "აქ ნუ დადგებით" და ნინო თარხნიშვილის ფანტასტიკური პროზის "სათაური 37-ე გვერდზე" პრეზენტაციას გამართავს.
როგორც “დიოგენეში” აცხადებენ, ეკა ქევანიშვილის ლექსები დევნილებისადმი საზოგადოების რეალურ დამოკიდებულებას ასახავს და ლიტერატურული კონკურსის "წეროს" ერთ-ერთი გამარჯვებულია. კრებულში ომის თემატიკაზე დაწერილი ლექსები შევიდა. ნინო თარხნიშვილის მოთხრობის სათაურის მოძებნა სწორედ აღნიშნულ გვერდზე შეიძლება. აღსანიშნავია, რომ მოთხრობის მთავარი პერსონაჟის სახელის კითხვა ბოლოდან უნდა დაიწყოთ ან სარკე დაიხმაროთ.
ორივე წიგნი გურამ და გიგა წიბახაშვილების დიზაინით, სოფო აბუთიძის ფოტოებითა და მაკა ლდოკონენის მხატვრობითაა გაფორმებული. |
|