|
8-06-2013, 15:41
22 ივნისს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში რევაზ კვერენჩხილაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. წარდგენილი იქნება წიგნები – "მე-20 საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების მესვეურები" და “რეპრესირებული პოეზია“.
წიგნში "მე-20 საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების მესვეურები" სრული სიზუსტითა და პირუთვნელობით, თავისი მიღწევებითა და ნაკლით წარმოდგენილია საქართველოს უმთავრესი ლიტერატურული გაერთიანების, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელთა მოღვაწეობა 1917 წლიდან დღევანდლამდე.
“რეპრესირებულ პოეზიაში“ კი თავმოყრილია ლექსები, რომლებსააც ამა თუ იმ ფორმით შეეხო საბჭოურ-კომუნისტური ცენზურა. ესაა გადამალული, სატუსაღოებში დაწერილი ლექსები. |
|