|
26-01-2012, 23:21
ხვალ, 27 იანვარს, 16:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში (გ. ჭანტურიას 8 ) გაიმართება რევაზ კვერენჩხილაძის წიგნის "საბუთები ღაღადებენ" (მეორე, შევსებულ-გადამუშავებული გამოცემა, 2011 წ.) პრეზენტაცია.
რევაზ კვერენჩხილაძე არის მწერალთა კავშირის წევრი 1952 წლიდან, მწერალთა ორგანიზაცია-გაერთიანებათა მეისტორიე რევაზ კვერენჩხილაძე, იგი ავტორია წიგნებისა: "საქართველოს მწერალთა კავშირი 1917-1982"; "xx საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება" (მალე გამოვა " xx საუკუნის ლიტერატურული ცხოვრების მესვეურნი"); 1991 წელს შინსახკომის 50 საგამომძიებლო (შემდგომში გაუჩინარებული) ტომის დამუშავებით გამდიდრებული, ქართველ მწერალთა კომუნისტური პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი "წამების გზა"; სოციალ-დემოკრატთა ლიდერების დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგად დამოუკიდებლობის (1918-1921) დაკარგვის და ამის კვალობაზე გასაბჭოებულ საქართველოში გაბატონებული ბოლშევიკური სისხლიანი ტერორის დამადასტურებელი მასალებით გაჯერებული "საბუთები ღაღადებენ"; "რეპრესირებული ოჯახის ისტორია"; "ქვიშხეთის ხიბლი" - მოგონებები მწერალთა შემოქმედებით-დასასვენებელ სახლზე.
რევაზ კვერენჩხილაძეს 2001-2007 წწ. ამ თემებზე ჩატარებული აქვს 125 საავტორო "ლიტერეტურული ორშაბათობის" საღამო. |
|