|
3-11-2012, 01:06
16 ნოემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში (გ. ჭანტურიას 8) გაიმართება მაკა კვერენჩხილაძის წიგნის "ბილიკები ამერიკისკენ" პრეზენტაცია. მაკა კვერენჩხილაძემ დაამტავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მონაწილეობს ქართულ-ამერიკულ კულტურულ პროექტებში.
"ჩემი ფიქრები სრულიად მოულოდნელად წიგნად ჩამოყალიბდა. საქართველოდან "ბილიკებით ამერიკისაკენ" ბევრჯერ მატარა ბედმა. ეს წიგნიც ამ ორ ქვეყანას შორის მრავალჯერადი მიმოსვლის შთაბეჭდილებების, გამოცდილებათა დაგროვების შედეგად, და აქედან გამომდინარე ამ ორი განსხვავებული კულტურის ღირებულებათა ერთმანეთისათვის დანახვება - გაცნობის, გაზიარების სურვილით შეიქმნა", - წერს ავტორი. |
|