|
5-12-2009, 01:11
5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში სამეცნიერო და ლიტერატურული თარგმანის კვირეული დაიხურება. თბილისის მერიისა და ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბ.გე-ის მიერ ორგანიზებული კვირეულის დახურვაზე ალმანახ "ახალი თარგმანების" პრეზენტაცია გაიმართება. კვირეულის ერთ-ერთი პარტნიორი, გამომცემლობა "დიოგენე", საზოგადოებას ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის შესახებ ინფორმაციას მიწვდის. კვირეული 1-ელ დეკემბერს ნათარგმნი წიგნების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში მასტერკლასები, დისკუსიები და პოეზიის საღამოები გაიმართა. კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილება და ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბ.გე. პარტნიორები _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, გამომცემლობა "დიოგენე", თუმანიშვილის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, კავკასიური სახლი და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი. |
|