თბილისის მოდის კვირეული დღეს დასრულდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისის მოდის კვირეული დღეს დასრულდება კულტურა, სპორტი
27-11-2011, 01:42
დღეს, 27 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის მეოთხე დღეს, თბილისი ივენთ ჰოლში დამწყები დიზაინერები თავიანთ მინიკოლექციებს წარმოადგენენ. 17 ახალბედა ხუთ-ხუთი ნამუშევრით წარდგება ჟიურის წინაშე, რომელიც მათგან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს. პროექტი მიმდინარეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის, გოეთეს ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით. სწორად ეს ორი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააწესებს პრიზებს გამარჯვებულისთვის.

20:00 საათზე თბილისის მოდის კვირეულის ბოლო, მეოთხე საღამოს, "თბილისი ივენთ ჰოლი" ორი კოლექციის ჩვენებას უმასპინძლებს. სტამბულიდან თბილისში სპეციალურად თბილისის მოდის კვირეულზე დაბრუნებული რამაზო რომა პირველად გამართავს გრანდიოზულ შოუს, რომელზედაც სპეციალურად უკრაინიდან ჩამოსული, ხუთი მოდელი გამოვა. ასევე, რამაზოს ჩვენებაზე პოდიუმზე ვიხილავთ „მის შვიდი კონტინენტი 2010"-ს, ოქსანა კლოჩკოვას, რომლის თმასა და მაკიაჟზე სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული, ბაქოს ყველაზე სახელგანთქმული სტილისტი, ანგან აკაგჩიევი იზრუნებს.

21:00 საათზე თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართება ტანდემის „უტა-ლევანი" ჩვენება, რომელიც ნიუ-იორკში და ბუენოს აირესში მომუშავე ორ ქართველ დიზაინერს აერთიანებს.

დაბოლოს, 22:30 საათზე, კვირეულის ბოლო ჩვენებას საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია" უმასპინძლებს. დათუნა სულიკაშვილის კოლექციის ჩვენებას 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება და ის საკმაოდ უჩვეულო სივრცესა და ვითარებაში გაიმართება.

შეგახსნებთ, რომ თბილისის მოდის მეხუთე კვირეული კომპანია "ჯეოფეშენის" ორგანიზებით 24 ნოემბერს გაიხსნა.
 
 

ასევე:

  • თბილისის მოდის კვირეული დღეს დაიხურება
  • "თბილისი ივენთ ჰოლში" "ჰეინეკენის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
  • თბილისში კანის ფესტივალის კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება
  • თბილისი „განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენას“ უმასპინძლებს
  • თბილისობის დღესასწაული დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge