თბილისის მოდის კვირეული დღეს დაიხურება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისის მოდის კვირეული დღეს დაიხურება კულტურა, სპორტი
16-12-2012, 12:32
სასტუმრო „Holiday Inn"-ში თბილისის მოდის მე-7კვირეული დღეს საღამოს დაიხურება. 18:00 საათზე დაიწყება ყოფილი „ინფორმალის", თეონა გარდაფხაძის ჩვენება. 19:00 საათზე პოდიუმი ლაკო ბუკიას კოლექციას დაეთმობა.

თბილისის მოდის კვირეულს დანიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, გიორგი შაღაშვილის ჩვენება დახურავს, რომელი 70-ზე მეტ კოსტიუმს წარადგენს მაყურებლის წინაშე. სწორად გიორგი შაღაშვილთანაა დაკავშირებული თბილისის მოდის კვირეულის წარმდგენის კომპანია „აჭარაბეთის" საახალწლო სიურპირი. დიზაინერის ჩვენების შემდეგ დიდი წვეულება გაიმართება სასტუმრო „Holiday Inn"-ის 22-ე სართულზე, სადაც სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ ექსკლუზიურად გიორგში შაღაშვილის მიერ შექმნილი „აჭარაბეთის" ლოგოტიპით დაპრინტული ბრენდული, მოდური საჩუქრები.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულზე 10-მა დიზაინერმა წარადგინა თავისი კოლექცია. ესნი არიან: გიორგი შაღაშვილი, უტა ბექაია, თეონა გარდაფხაძე, ეკა ბალანჩივაძე, ნინო ბაბუხადია (პირველად მონაწილეობს), ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ლაკო ბუკია, დათუნა სულიკაშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე. დიზაინერთა კოლექციის ჩვენებებს კასტინგის შედეგად შერჩეული სხვა და სხვა სააგენტოს 26 მოდელი მოემსახურა. გოგონების მაკიაჟზე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ვულე ვუმ" იზრუნა, ხოლო თმაზე კი ნანა აბუჯანიას სალონმა „აბაშიძის 31".

14 დეკემბერს, თბილისის მოდის კვირეული ქეთი ჩხიკვაძის და აკა ნანიტაშვილის ჩვენებებით გაიხსნა, მოგვიანებით გამართულ წვეულებაზე მისულ სტუმრებს - სპეციალურად ნიუ იორკიდან ჩამოსული ქართველი დიზაინერის უტა ბექაიას კოსტიუმების „მოდური პერფომანსი" დახვდათ სასტუმრო „Holiday Inn"-ის ლაუნჯში. მეორე დღე ნინო ბაბუხადიამ გახსნა, შემდეგ ეკა ბალანჩივაძის ჩვენება გაიმართა. მოგვიანებით მაყურებელმა „ქარვასლაში" გადაინაცვლა, სადაც ავთანდილმა წარადგინა თავისი კოლექცია. მეორე დღე დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით დაიხურა ტენტში, რომლის დეკორიც სრულიად შეცვლილი დახვდა მაყურებელს.

თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
 
 

ასევე:

  • თბილისის მოდის კვირეული დღეს დასრულდება
  • სამეცნიერო და ლიტერატურული თარგმანის კვირეული იხურება
  • ბათუმის "ბამბა რუმში" მოდების ჩვენება გაიმართება
  • გაიხსნა გამოფენა რეკონსტრუქცია: კულტ. მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა
  • თბილისობის დღესასწაული დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge