7-8 აგვისტოს ბათუმის "ბამბა რუმში" მოდების ჩვენება გაიმართება. ჩვენებაზე წარმოდგენილები იქნება დიზაინერების ლაკო ბუკიას, "ატელიე ინფორმალის" და ანუკა ებურიას ნამუშევრები. ჩვენებაზე უკრაინელი მოდელები გამოვლენ. კლუბში მყოფი საზოგადოების განწყობაზე ტაილანდელი DJ Nakadia იზრუნებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბი "ბამბა რუმის" ფილიალს ბათუმში 30 ივლისს გაიხსნა. კლუბის მენეჯმენტის ინფორმაციით, კლუბს სტაბილური კლიენტურა ჰყავს, თუმცა მიმდინარე სეზონზე ადგილობრივი მომხმარებელი უფრო გააქტიურებულია. მათი განცხადებით, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად უცხოელი მომხმარებლის რიცხვიც გაიზრდება.
"ბამბა რუმში" ერთი მომხმარებლის მომსახურეობა საშუალოდ 25-იდან 50 ლარამდე ჯდება. ghn