ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ხელოვნების საღამო" გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ხელოვნების საღამო" გაიმართება კულტურა, სპორტი
1-03-2012, 03:20
1-ელ მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუში "ხელოვნების საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დიზაინერების, ანა ჩანგიანის და ირინა ბარბაქაძის თექის იმპროვიზებული ნამუშევრები. გამოფენა "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვებისთვის შექმნილი ზამთრის კოლექციის ჩვენებით გაიხსნება. ასევე წარმოდგენილი იქნება საგაზაფხულო კოლექცია, თექის მოსასხამები, ინტერიერის აქსესუარები (პანოები) და ა.შ..

"ხელოვნების საღამოზე" გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც I see studio-ს მიერ გადაღებულ ფოტოებში საზოგადოებისთვის ცნობილ ქალბატონებს მორგებული აქვთ ჩვენ მიერ შექმნილი მოსასხამები. ფოტოები სიუჟეტური და შინაარსობრივია და არა პოზირება. საღამოზე "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს", - განაცხადა დიზაინერმა ანა ჩანგიანმა.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დათო არჩვაძე, "თბილისური კვარტეტი", კვარტეტი "თაობა". შესრულდება კომპოზიტორ ნანა მესხის სიმღერები.

შეგახსენებთ, რომ ჩანგიანის საბავშვო ხაზის ჩვენება მეოთხედ იმართება. ბოლოს საბავშვო ჩვენება მან 2011 წლის ივნისში გამართა.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • 26 იანვარს სინთეზური ხელოვნების საღამო გაიმართება
  • დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით სტუ-ში ღონისძიებები ტარდება
  • კინომსახიობთა თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენა გაიხსნება
  • "ვერნისაჟში" ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
  • სტუ-ში “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge