სტუ-ში “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა გაიხსნება სტუ
26-05-2013, 15:39
30 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა (კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპ.). გამოფენის ორგანიზატორია “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი”. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პატრონაჟით ტარდება.

ღონისძიება ეძღვნება ბავშვთა საერთაშორისო დაცვისა და “დანტეს დაბადების დღეს”, რომელიც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ტრადიციულად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ფერწერული, სკულპტურული და ხელოვნების სხვა დარგების მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. დაგეგმილია, აგრეთვე, ბავშვებისთვის სიურპრიზებით სავსე გასართობი პროგრამა.

ღონისძიების მსვლელობისას დანტეს ხელოვნების სკოლის საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე და დანტეს ხელოვნების სკოლის არტმენეჯერი თამარ ჭაბაშვილი, აგრეთვე, სიტყვით გამოვლენ იტალიის ელჩი, ფედერიკა ფავი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების მსვლელობისას წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ პრიზები, საჩუქრები და სიგელები, კერძოდ: კომპანია “ARTTIME”-ის წარმომადგენელი ნინა თალაკვაძე სამ საუკეთესო მოსწავლეს გადასცემს flik-flak-ის ფირმის მაჯის საათს, ხოლო “დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე 10 საუკეთესო მოსწავლეს დააჯილდოებს საკუთარი ავტორობით გამოქვეყნებულ “იტალიურ-ქართულ ლექსიკონს”.

გამოფენაზე მიწვეულნი არიან იტალიის აკრედიტებული საელჩოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და სხვა კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები.

ღონისძიების საზეიმო ნაწილი გასტანს 3 საათს. გამოფენა მნახველებს უმასპინძლებს 2 დღის განმავლობაში (30-31 მაისი).
 
 

ასევე:

  • სტუ-ში “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა გაიხსნა
  • ბორჯომში ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება
  • ეროვნულ მუზეუმში საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა
  • ხელოვნების მუზეუმში იხსნება გამოფენა BLACKOUT
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ხელოვნების საღამო" გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge