30 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა (კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპ.). გამოფენის ორგანიზატორია “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი”. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პატრონაჟით ჩატარდა.
ღონისძიება მიეძღვნა ბავშვთა საერთაშორისო დაცვისა და “დანტეს დაბადების დღეს”, რომელიც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ტრადიციულად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ფერწერული, სკულპტურული და ხელოვნების სხვა დარგების მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. აგრეთვე, ბავშვებისთვის სიურპრიზებით სავსე გასართობი პროგრამა.
დანტეს ხელოვნების სკოლის საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ და დანტეს ხელოვნების სკოლის არტმენეჯერმა თამარ ჭაბაშვილმა, აგრეთვე, სიტყვით გამოვიდნ იტალიის ელჩი, ფედერიკა ფავი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების მსვლელობისას წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ პრიზები, საჩუქრები და სიგელები, კერძოდ: კომპანია “ARTTIME”-ის წარმომადგენელი ნინა თალაკვაძე სამ საუკეთესო მოსწავლეს გადასცა flik-flak-ის ფირმის მაჯის საათი, ხოლო პროფესორმა ნინო ცერცვაძემ 10 საუკეთესო მოსწავლე დააჯილდოვა საკუთარი ავტორობით გამოქვეყნებულ “იტალიურ-ქართულ ლექსიკონით”.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იტალიის აკრედიტებული საელჩოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და სხვა კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
გამოფენა მნახველებს უმასპინძლებს 2 დღის განმავლობაში (30-31 მაისი).