"ვერნისაჟში" ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ვერნისაჟში" ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება კულტურა, სპორტი
6-01-2013, 14:28
7 იანვარს, 15:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" პროექტის "ჩვენ თავად მოვალთ თქვენთან" ფარგლებში ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

პროექტის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერებისა და დამოკიდებულებების პოზიტიური ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თავად ამ პირების საზოგადოებრივი აქტიურობის წარმოჩენის გზით. „ანიკას" დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში მასტერკლასები (ფერთა თერაპია, არტთერაპია, ფერწერა, გაფორმების საშუალებები) გაიარა 33-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდამ და ბავშვმა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება სწორედ მათი ნამუშევრები. გამოფენიდან შემოსული თანხა კი მოხმარდება „დღის ცენტრის" აღსაზრდელებისათვის სამზარეულოს მოწყობას.

ასოციაცია "ანიკა" დაფუძნდა 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ და მისი მიზანი ინვალიდობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო პროგრამების წარმართვა, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, აგრეთვე, მშობელთა ჩართვა და გაძლიერებაა. 2003 წლიდან ასოციაცია "ანიკა" არის არასამთავრობო ორგანიზაციის "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სამოქალაქო ინტერესებს და უფლებებს იცავს.

გამოფენის ორგანიზატორია ასოციაცია „ანიკა" და აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
 
 

ასევე:

  • კინომსახიობთა თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენა გაიხსნება
  • ბოდბის მონასტერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ეწვევიან
  • განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა
  • იაპონიის საელჩოსთან აქციები გრძელდება
  • ”თანადგომის” ბინადრებს ნათლისღება მიულოცეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge