განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა სიახლე
4-05-2014, 18:04
მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ტარდება საერთაშორისო კვირეული (“თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა”), რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დგანან განათლების უფლების რეალიზებისას. საქართველოში კვირეულის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის - საქართველო ”. კვირეული 4 მაისს გაიხსნა და 10 მაისს დაიხურება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2006 წლის გაეროს კონვენციით, რომელიც უკვე რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, ინკლუზიური განათლება აღიარებულია, როგორც განათლების უფლების მიღების მთავარი მექანიზმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის. ინკლუზიური განათლების სისტემა გულისხმობს ყველა ბავშვის ერთად სწავლას ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, განურჩევლად მათი განსხვავებული შესაძლებლობებისა მაშინ, როდესაც სწავლების მეთოდები, მასალები და გარემო პასუხობს ყველა ბიჭის და გოგოს საჭიროებებს.

საქართველოში ინკლუზიური განათლების პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების სამმართველოს შემუშავებული აქვს საკმაოდ ფუნდამენტური და მრავლისმომცველი 2014-2016 წლების ინკლუზიური განათლების განვითარების გეგმა. ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა და გაუმჯობესება როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში გამუდმებულ ყურადღებას და ძალისხმევას საჭიროებს. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას და სახელმწიფოს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ბექა ურუშაძე. ტელ.: 2206774/75/ 577980884 ელ-ფოსტა: beka.urushadze@ctc.org.ge

გლობალური კამპანია განათლებისთვის გლობალური კამპანია განათლებისთვის (Global Campaign for Education – GCE), რომლის წევრიც ” განათლება ყველასათვის - საქართველოა ” სამოქალაქო საზოგადოების კოალიციური მოძრაობაა. მოძრაობის მისიაა განათლების ადვოკატირება, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების და ამ კუთხით გავლენის მოხდენა მთავრობებზე, რათა მათ მნიშვნელოვნად გაზარდონ ძალისხმევა და უზრუნველყონ თითოეულის უფლება ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებაზე, რაც ადამიანის განვითარების საფუძველია. მოძრაობა ჩამოყალიბდა იუნესკოს ეგიდით, განათლება ყველასათვის მსოფლიო დეკლარაციის ფარგლებში და აერთიანებს ეროვნულ და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთვრობო ორგანიზაციებს, მასწავლებელთა ასოციაციებს და ინტელექტთა ცენტრებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ” განათლება ყველასათვის - საქართველო ”. კოალიციაში გაერთიანებულნი არიან განათლების სფეროში მომუშავე 6 ა/ო ორგანიზაცია - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ასოციაცია - სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ;
კვირეულის პროგრამა: 4 მაისი - Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა და ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კვირეულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; 5 მაისი - პრესკონფერენცია pirWeli-ის პრესკლუბში - ინფორმაციის მიწოდება კვირეულის შესახებ და მოძრაობა ” ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის ” მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგების წარდგენა; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ორგანიზებული დისკუსია თემაზე: ” შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები და ინკლუზიური განათლება ”; 5-9 მაისი - საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ბავშვებისთვის გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ კონვენციის გაცნობა; 6 მაისი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოძრაობა ” ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის ” მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა და განხილვა; 7 მაისი - თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში მოსწავლეების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მასწავლებლების, მშობლების და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით შეხვედრის ორგანიზება და ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გაზიარება; 7 მაისი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მის. რუსთაველის გამზ. 27) 15 პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფოტოების გამოფენა; გამოფენას დაესწრებიან ფოტოების ავტორები, ფოტოებზე აღბეჭდილი პირები, თბილისისა და რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები 8 მაისი - რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ ორგანიზებული, კოორდინირებული აქცია ინკლუზიურ განათლებაზე; 9 მაისი - რუსთავში ცენტრალურ მოედანზე ახალგაზრდული სოლიდარობის აქცია შშპმ-თან ერთად.
 
 

ასევე:

  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური განათლების საკითხებს გაითვალისწინებენ
  • კინომსახიობთა თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენა გაიხსნება
  • ინკლუზიური განათლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • საქართველოში გაიმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო აქცია-კვირეული “განათლება ყველას“
  • ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge