|
2-12-2010, 14:36
ინკლუზიური განათლების მიმართულებით, 2011-2012 სასწავლო წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი მიდგომები დაინერგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში.
ცვლილებების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობაა.
ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის აუცილებელია, საკანონმდებლო ბაზა არეგულირებდეს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ტერმინების აღიარება; სახელმწიფოს მხრიდან პროცესში ჩართული ორგანოების ვალდებულებების განსაზღვრა; ინკლუზიური განათლების პროცესში შესაბამისი სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდების ჩართვა სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჟესტური ენისა და "ბრაილის" სისტემის გამოყენება.
კანონროექტით ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი რედაქციით იქნება ჩამოყალიბებული. კერძოდ, საათების მაქსიმალური დატვირთვის ოდენობა ნიშნავს, რომ სასწავლებელი თავად დაადგენს ამა თუ იმ საგნის საათების აუცილებელ დატვირთვას.
განხორციელდება საგნების ახლებურად დაჯგუფებაც, რომელსაც ორი ახალი საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიების (ინფორმაციული და საკონუმიკაციო ტექნოლოგიები) და სპორტი და ფიზიკური საათები დაემატება.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. ghn |
|