სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა სიახლე
4-06-2011, 00:46
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა და იგი ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრად გარდაიქმნება.

ეროვნული შეფასება არის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება, მონაცემების საფუძველზე სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა. კვლევის შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის დასახვეწად; ქვეყანაში მოსწავლეთა პროგრესის შესაფასებლად; რეკომენდაციების მოსამზადებლად როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისთვის, მშობლებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის, განათლების ექსპერტებისთვის.

ეროვნული შეფასების ამოცანებია:

დადგინდეს, თუ რამდენად მიღწევადია და რამდენად არის მიღწეული ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი შედეგები შესაბამისი კლასის (ან საფეხურის) მოსწავლეებისთვის, ხომ არ არის სტანდარტი ზედმეტად რთული (ან პირიქით, ადვილი); იმის დადგენა, თუ როგორი უნდა იყოს სტანდარტი (ცოდნა და უნარები), რომლებიც მოსწავლემ უნდა შეიძინოს/აითვისოს კონკრეტული კლასისა თუ საფეხურის ბოლოს.

დადგინდეს, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლეთა შედეგებზე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სწავლების პროცესში გამოყენებული სახელმძღვანელოები, სწავლების მეთოდები, მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობელთა დასაქმებულობა, ქალაქისა და სოფლის სკოლაში სწავლა და სხვ.

მეთოდოლოგია:

ეროვნული შეფასებისას გამოიყენება ტესტი, რომლის საფუძველზე ხდება ტესტირებაში მონაწილე ყველა მოსწავლის შედეგების განსაზღვრა და რაც მთავარია, დასკვნების გაკეთება ტესტირების საგანში ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

ეროვნული შეფასების პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩართულები არიან საგნის მასწავლებლები, სკოლის დირექტორები.

ეროვნული შეფასების შედეგების ანალიზში მონაწილეობენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, ასევე დარგის მოწვეული სპეციალისტები.

რაც შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმას, 2010-2011 სასწავლო წლისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. დახვეწილი ეროვნული სასწავლო გეგმა საშუალებას იძლევა მოსწავლე სკოლას დაუბრუნდეს, ზოგადი ხარისხიანი განათლება მიიღოს და თავისუფლად აირჩიოს მომავალი ცხოვრების გზა.

2010-11 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმით შეიცვალა მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, საათობრივი ბადე, სასწავლო პროგრამები და სხვა აუცილებელი კომპონენტები. მასწავლებელისთვის მოსწავლის შეფასების სისტემა გაცილებით მარტივი, ადვილად აღრიცხვადი და კონტროლირებადი გახდა. შეფასების სისტემას გაცდენებზე რეაგირების მექანიზმებიც დაემატა, რომელიც მოსწავლის წარმატებაზე აისახება.

2010-11 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმით, ტრიმესტრების ნაცვლად სასწავლო წელი ორ სემესტრად გაიყოფა. მაქსიმალური ყურადღება ეთმობა განსაკუთრებული საგანმანთლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვას. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კლასის დამრიგებელს. ამ მიზნით, სპეციალურად შემოვიღეთ ”დამრიგებლის საათი”, რაც დამრიგებელსა და მის აღსაზრდელებს შორის სხვადასხვა ფასეულობებზე საუბრებს დაეთმობა. გაძლიერდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება. საპილოტე სკოლებში დაინერგება ”მსოფლიო კულტურის” გაკვეთილები, ხოლო ახალი საგანი -”სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება” მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მეტი გაიგონ საკუთარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების” ცალკე საგნად სწავლება კი ბავშვებს კომპიუტერით სარგებლობაში დაეხმარებათ, რომლის გარეშეც XXI საუკუნე წარმოუდგენელია. ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა, რამაც დიდი პოპულარობა მოიტანა.
 
 

ასევე:

  • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგები იწყება
  • სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა
  • დღეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
  • დიმიტრი შაშკინი შეფასების ცენტრის საქმიანობის ანგარიშს დაესწრება
  • მოსწავლეებმა შესაძლოა სემესტრული ქულა ვერ მიიღონ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge