|
11-10-2010, 00:59
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მუშაობა დაასრულა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე. 11 ოქტომბერს, 15:00-ზე, მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას საფუძვლად უდევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ტრადიციები. სასწავლო გეგმა მიზნად ისახავს ისეთი პროგრამების შექმნას, რომელთა თანამედროვე, მეთოდურად სწორი სწავლების შედეგად, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე ეპოქისთვის საჭირო ზოგად განათლებასა და უნარ-ჩვევებს. mes.gov.ge |
|