მოსწავლეებმა შესაძლოა სემესტრული ქულა ვერ მიიღონ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მოსწავლეებმა შესაძლოა სემესტრული ქულა ვერ მიიღონ სიახლე
12-01-2012, 02:49
მოსწავლის მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტის გაცდენის შემთხვევაში საგანში სემესტრულ ქულას ვერ მიიღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანება უკვე ძალაშია.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა ერთი სემესტრის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის სემესტრულ ქულას. ამ შემთხვევაში მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

ამასთან, საბაზო საფეხურის მოსწავლის მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლეთა შეფასების წესი განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
ghn
 
 

ასევე:

  • სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა
  • მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება ფასიანი ხდება
  • საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა
  • განათლების სამინისტროში აბიტურიენტებთან შეხვედრა ჩატარდა
  • ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული სიახლე






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge