მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება ფასიანი ხდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება ფასიანი ხდება სიახლე
27-01-2012, 15:23
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება ფასიანი ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური 20 ლარს შეადგენს, ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოების შემთხვევაში - 40 ლარს.

აღნიშნული საფასური გადაიხდება ხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

იმ შემთხვევაში კი, თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც დადგენილია ნაკლები საფასური, მას უბრუნდება ამ ორ საფასურს შორის სხვაობა.

ამასთან, საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გასვლის შემდეგაც გადახდილი თანხა პირს უკან აღარ დაუბრუნდება.

გარდა ამისა, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ასევე საფასურის გადახდა არ მოუწევთ იმ პირებს, რომლებსაც ბრძანების ამოქმედებამდე შეტანილი ჰქონდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების შესახებ განცხადება.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • სტუდენტებს სხვა უმაღლესში გადასვლისას 50 ლარის გადახდა მოუწევთ
  • სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტითაა შესაძლებელი
  • 2010 წლიდან ეროვნულ არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგება
  • აბიტურიენტებისთვის მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
  • მობილობის წესისა და საფასურის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შედის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge