2010 წლიდან ეროვნულ არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

2010 წლიდან ეროვნულ არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგება სიახლე
31-12-2009, 02:34
/GHN/ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაჩქარებული მომსახურება დაინერგება. ამის შესახებ ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების აქამდე არსებული წესის მიხედვით მომხმარებელთა მომსახურებისთვის დაწესებული იყო 10-დღიანი ვადა. “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში” შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მოემსახურება განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს. ჩვეულებრივ ვადაში მომსახურებისთვის ტარიფები უცვლელი რჩება, დაჩქარებული მომსახურებისთვის კი დამატებული საფასური მინიმალური იქნება.
დაჩქარებული მომსახურების შემოღება მომხმარებელთა ინტერესებს ემსახურება. პრაქტიკიდან გამომდინარე, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ხშირად ესაჭიროებათ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გაწევა უფრო მცირე დროში. საკანონმდებლო ცვლილება მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, გააკეთონ მათთვის ხელსაყრელი არჩევანი.
ამასთან, 2010 წლის იანვრიდან ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს გაუწევს წიგნების, დოკუმენტებისა თუ ფერწერული ნამუშევრების სარესტავრაციო მომსახურებას.
საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა.
ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი სახიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვა.
 
 

ასევე:

  • აბიტურიენტებისთვის მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
  • სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტითაა შესაძლებელი
  • მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება ფასიანი ხდება
  • ეროვნული არქივი ფილმების ფოტონეგატივების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
  • ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge