ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურა, სპორტი
18-02-2010, 13:45
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში ცნობილი ფოტოგრაფის, ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის რესტავრაცია მიმდინარეობს.
კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივს ნიკოლოზ საღარაძემ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათების 15 ალბომი 1959-1960 წლებში გადასცა. ფოტოები აერთიანებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს. ძირითადად, წარმოდგენილია ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, რომლებიც გადაღებულია ქუთაისში, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნიკოლოზ საღარაძე სწორედ ამ ფოტოატელიეში მოღვაწეობდა. იგი ალექსადრე მიხაილოვის მოწაფე და ნათესავი იყო.
ფოტოალბომებში წარმოდგენილი ფოტოები, უპირველესად, ასახავს XIX-XX საუკუნების მიჯნაზე დასავლეთ საქართველოში არსებულ ეთნოგრაფიულ სურათს. ფოტოებზე ასახულ ადამიანთა უმეტესობის ვინაობა უცნობია, თუმცა წარმოდგენილ რამდენიმე ფოტოს გამორჩეული ისტორია აქვს.
ფოტოალბომები მდიდარი მასალაა იმ მხატვარ-დეკორატორთათვის, რომლებიც ერთი საუკუნის წინანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფილმებისა თუ თეატრალური სპექტაკლებისთვის ესკიზებზე მუშაობენ. მრავალსერიანი ქართული ფილმის “დათა თუთაშხიას” გადაღებებისას მხატვარი კახა ხუციშვილი, სხვა ფოტო- თუ კინომასალასთან ერთად, ყურადღებით გაეცნო ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომებს.
უკვე რესტავრირებულ ერთ-ერთ ალბომში დამთვალიერებელი იხილავს ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკაკი შანიძის ახალგაზრდობის ფოტოს.
რესტავრაციის პროცესში ალბომის ფოტოები და გვერდები შესაბამისი მეთოდით იწმინდება, ალბომი ხელახლა იკინძება, ისმება ახალ ყდაში და ეკვერება ფოტოების დამცავი ფენა.
 
 

ასევე:

  • ეროვნულ არქივში გაიხსნა გამოფენა „რამაზ ჩხიკვაძე. 85 ფოტო ალბომისთვის"
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნება გამოფენა "აკაკი ქართულ თეატრში"
  • ეროვნული არქივი კერძო კოლექციების შემომწირეველებს უმასპინძლებს
  • ეროვნული არქივი ფილმების ფოტონეგატივების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
  • ეროვნულ არქივში გამოფენა “ექვთიმე თაყაიშვილი" გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge