ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული სიახლე » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული სიახლე სიახლე
22-06-2013, 14:23
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს .

გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც სურს ექსტერნატის ფორმით დაძლიოს მისი ასაკის შესაბამისი კლასი და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი. ამასთანავე, ექსტერნად რეგისტრირდება ის პირი, ვისაც გაცდენების გამო უწევს საგნის ან კლასის დაძლევა ექსტერნატის ფორმით.

ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება და შესაბამისად, მინისტრის თანხმობას არ საჭიროებს პირი, რომელიც დაბადებულია 1996 წელს, დაძლეული აქვს მე-11 კლასი და სურს მე-12 კლასის ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება. ამდენად, 1996 წელს დაბადებულ პირებს, უფლება აქვთ მიმართონ შესაბამის რესურსცენტრს და მიმდინარე წლის 21 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე.

ამასთან,1996 წელს დაბადებული პირი ექტერნატის ფორმით მე-12 კლასის დაძლევის შემთხვევაში ვერ მიიღებს ატესტატს, სანამ არ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის დანიშნული.

ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 26 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინი 300-მდე მეთერთმეტეკლასელს შეხვდა
  • მე-12 კლასი არ უქმდება
  • უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ელექტრონული ფორმა ინერგება
  • საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო
  • მოსწავლეებმა შესაძლოა სემესტრული ქულა ვერ მიიღონ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge