|
10-10-2011, 00:28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო არის ბოლონიის პროცესის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თორმეტწლიან ზოგად განათლებას. შესაბამისად, მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება.
“ყოველგვარი მითქმა-მოთქმა მეთორმეტე კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება”, - აცხადებენ სამინისტროში. |
|