|
9-02-2011, 13:23
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონული სწავლება ინერგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში".
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირებს ეძლევათ საშუალება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურზე განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ.
ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს საქართველოა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაატარებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე განმარტავს, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება გამოწვეულია იმ პირთა ინტერესების დაცვით, რომლებსაც აკადემიური განათლების პირველი ნდა მეორე საფეხურს ელექტრონული ფორმით გავლა სურს.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ghn |
|