საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონული სწავლება დაინერგა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონული სწავლება დაინერგა სიახლე
22-02-2011, 22:55
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონული სწავლება დაინერგა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში", რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირებს ეძლევათ საშუალება, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაატარებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე განმარტავს, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება გამოწვეულია იმ პირთა ინტერესების დაცვით, რომლებსაც აკადემიური განათლების პირველი და მეორე საფეხურს ელექტრონული ფორმით გავლა სურთ.
ghn
 
 

ასევე:

  • უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ელექტრონული ფორმა ინერგება
  • მეცნიერს აღუდგება სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეს და ეკუთვნის
  • უმაღლესი სასწავლებლები სახელმძღვანელოებს გამარტივებული წესით შეიძენენ
  • სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება
  • მაგისტრატურის დაფინანსების ზედა ზღვარს მთვრობა დაადგენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge