|
19-05-2011, 23:07
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურის დაფინანსების ზედა ზღვარს მთვრობა დაადგენს.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ეძლეოდათ, მაგისტრატურის დაფინანსება თვითონაც გაეზარდათ. როგორც განათლებისა და მენციერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში უმაღლეს სასწავლებელს შეეძლო ისეთი ოდენობა დაედგინა მაგისტრატურის საფასურისა, რომლის გადახდასაც სახელმწიფო ვერ შეძლებდა, შესაბამისად, მაგისტრანტებიც აღარ იქნებოდნენ.
კომიტეტის შენიშვნა განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში მაგისტრატურის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით დღეს არსებული რეგულაცია რჩება, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის მიერ მაგისტრატურის საფასურის ზედა ზღვრის დადგენას.
კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20 მაისს პირველი მოსმენით გავა. ghn |
|