სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს სიახლე
10-12-2010, 00:40
სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და მოცულობას წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ისა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია იმ პირებისთვის, რომლებმაც გადალახეს შესაბამისი ზღვარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში.

კანონპროექტში გაწერილია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დარგობრივ სტანდარტებზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას, თუმცა განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის შეფასებით, უმაღლეს განათლებაში სტანდარტების დაწესება სწორი არ არის. მან კანონპროექტის ავტორებს სესიაზე ურჩია ტერმინი - სტანდარტი მეორედ მოსმენამდე სხვა სიტყვით ჩაანაცვლონ.

"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს კენჭს მეორე მოსმენით 10 დეკემბერს საშემოდგომო სესიაზე უყრიან.
ghn
 
 

ასევე:

  • უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ელექტრონული ფორმა ინერგება
  • მაგისტრატურის დაფინანსების ზედა ზღვარს მთვრობა დაადგენს
  • საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონული სწავლება დაინერგა
  • უმაღლესი სასწავლებლები სახელმძღვანელოებს გამარტივებული წესით შეიძენენ
  • პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge