|
2-06-2011, 21:47
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა.
გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში განისაზღვრა 5.5 ქულით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, იმ მოსწავლეს, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მიიღო მინიმუმ 5.2 ქულა, ხოლო დარჩენილ 5 საგანში მიიღო 5.5 ქულა და მეტი 2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. აგრეთვე არაქართულენოვან სკოლებში 2011 წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთ საგანში - ქართულ ენაში დადებით შეფასებად დადგინდეს 5,1 ქულა და მეტი, ხოლო სხვა საგნებზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი.
მომავალ წელს გამსვლელ ბარიერად 5.5 ქულა დადგინდა, ხოლო სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი იქნება 5.3 ქულა. mes.gov.ge |
|