|
26-04-2012, 01:25
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. მინისტრის ბრძანებულებების თანახმად, საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება. ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
2012 წლის გამოცდების განრიგი ასეთია: 21 მაისი - ქართულ ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა 22 მაისი - უცხოური ენა 23 მაისი - ისტორია 24 მაისი - გეოგრაფია 25 მაისი - ფიზიკა 28 მაისი - ქიმია 29 მაისი - ბიოლოგია 30 მაისი - მათემატიკა
რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, 12 ივლისს გამოცდა ჩატარდება წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 13 ივლისს - ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ცნობით, 2012 წლის მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდები 2 ივლისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.
გამოცდების დეტალური განრიგი ასეთია: 2,3,4 და 5 ივლისი - უნარები 6 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა (VII- XII კლასების) 11 ივლისი - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (მე7-ე -მე12-ე კლასების) 12 ივლისი - დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის (I –IV კლასები) 13 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I –VI კლასები) 18-19 ივლისი- უცხოური ენები
აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდებში კომპეტენციის ზღვარი 5.5 იქნება. გასული წლის მსგავსად, გამოცდები ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. |
|