საქართველოში გაიმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო აქცია-კვირეული “განათლება ყველას“ » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოში გაიმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო აქცია-კვირეული “განათლება ყველას“ სიახლე
16-04-2010, 00:59
19-27 აპრილს საქართველოში გაიმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო აქცია-კვირეული, დევიზით _ “განათლება ყველას“.
როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში აცხადებენ, აღნიშნული კვირეული მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება და მას საქართველოში ორგანიზებას პედაგოგთა პროფკავშირი უწევს.

მათი ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში არაერთი ღონისძიება იგეგმება. მათ შორის მნიშვნელოვანია “უდიდესი მსოფლიო გაკვეთილი”. ამ დღეს პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები, სპორტსმენები ერთი დღით დაბრუნებიან მშობლიურ სკოლაში, სადაც მათ საშუალება ექნებათ, კიდევ ერთხელ მოუსმინონ თავიანთ მასწავლებლებს იმ პრობლემებზე, რაც ხელს უშლის ხარისხიანი განათლების მიღებას.

საქართველოში მიმდინარე ამ აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა, რომლებიც მზად არიან 20 აპრილს ესტუმრონ მშობლიურ სკოლებს და მასწავლებლებს მოუსმინონ. ესენი არიან გიგი წერეთელი, რატი სამყურაშვილი, მაგდა ანიკაშვილი, ლევან ვეფხვაძე, გიორგი თარგამაძე, მანანა ნაჭყებია, მანანა ღურჭუმელიძე, გელა ლონდარიძე (ასპინძის მაჟორიტარი), თეიმურაზ ჩარკვიანი (ბათუმის მაჟორიტარი) და სხვები.

მსოფლიო მასშტაბით გლობალური კვირეულის ორგანიზებას აკეთებს UNESCO და კოალიცია ”გლობალური კამპანია განათლებისათვის”. აღნიშნული კოალიცია წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირებისა და სამოქალაქო ჯგუფების გაერთიანებას. აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მიაპყროს საზოგადოების ყურადღება განათლების როლსა და მნიშვნელობას სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში, რათა ყველა ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და უკეთესი მომავლის გარანტია ჰქონდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
 
 

ასევე:

  • განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა
  • თბილისში გაიმართება აქცია “დაიცავი გარემო, შეუერთდი მსოფლიოს!”
  • იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო"
  • "საქართველოს განათლების კვირეული 2011" გაიხსნა
  • "საქართველოს განათლების კვირეული 2011" დასრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge