|
7-05-2011, 02:04
7 მაისს, 13:00 საათზე, რობაქიძის გამზირზე, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე პარკში, გაიმართება აქცია "დაიცავი გარემო, შეუერთდი მსოფლიოს!" იგეგმება საინეტერესო გარემოსდაცვითი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. კერძოდ: ახალგაზრდების მონაწილეობით პარკის დასუფთავება; გამწვანება და ყვალილების დარგვა; მოეწყობა ეკოფილმების ფესტივალი; გაიმართება ეკოთამაშები; მოეწყობა გარემოს დაცვით თემაზე შესრულებული ნამუშევრებისგამოფენა; ასევე გაიმართება 2-კილომეტრიანი გარბენი.
აღნიშნული ღონისძიებით საქართველო უერთდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც ჩართულები არიან "გლობალური ახალგაზრდული მოხალისეობის დღის" (GYSD) კამპანიაში.
წელს "გლობალური ახალგაზრდული მოხალისეობის დღე" (GYSD)აღინიშნა 15-17 აპრილს. იგი 1988 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ახალგზარდა, მოზარდი და ბავშვი უერთდება. წვიმების გამო ვერ მოხერხდა ღონისძიება "დაიცავი გარემო, შეუერთდი მსოფლიოს" ჩატარება აღნიშნულ დღეებში.
"გლობალური ახალგაზრდული მოხალისეობის დღის" (GYSD) მიზანია, ახალგაზრდებმა დადებითი ცვლილებები განახორციელონ და წვლილი შეიტანონ იმ საზოგადოებაში, ქალაქსა თუ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობენ.
საქართველოში პროექტ "დაიცავი გარემო, შეუერთდი მსოფლიოს" რგანიზებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები; არასამთავრობო ორგანიზაციები "ჰელფინგ ჰენდი", "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი"; საერთაშორისო კლუბი "ახალი თაობა". ghn |
|