,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო სიახლე
27-12-2010, 00:15
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის პირველი საჯარო სკოლაში დამეგობრებული საჯარო სკოლების მოსწავლეების, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების თანამშრომლობის შედეგად ერთობლივი ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული და რუსთავსა და დედოფლისწყაროში მცხოვრები ბოშა მოზარდების ხელნაკეთობები.

თბილისის პირველი საჯარო სკოლაში გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამოქალაქო აქტივობის გაზრდის მიზნით, სკოლებში არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, რადგან ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშოწყობა, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრების ხელშემწყობი პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2005 წლიდან ხორციელდებოდა. 2007 წლიდან კი, ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით, ,,სამოქალაქო აქრტიურობის ხელშეწყობის პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის მიზანია: რეგულარული კლუბური მუშაობების დანერგვით საჯარო სკოლების მოსწავლეების/სტუდენტების და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზარდების თანამშრომლობა და ინტეგრაცია/სოციალიზაცია; სათემო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებით, როგორც საჯარო სკოლების მოსწავლეებში/სტუდენტებში, ისე სოციალურად დაუცველ, მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილ, რეპატრირებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზარდებში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გამომუშავება.

ანალოგიური პროგრამა კიდევ ოთხ ქვეყანაში (რუმინეთი, მაკედონია, მოლდავეთი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი), ხორციელდება. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოში, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილმა რეგულარულმა კლუბურმა და დამატებით სათემო ინიციატივების განხორციელებამ სამოქალაქო განათლებისა და ინკლუზიური სწავლების მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახადა.

სტატისტიკური მონაცემებით, პროგრამის მოხალისეთა ჩართულობა დღითიდღე იზრდება. პროგრამაში ჩართული არიან სტუდენტებიც.
 
 

ასევე:

  • საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება
  • ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს კომპიუტერები გადასცეს
  • კინომსახიობთა თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენა გაიხსნება
  • განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge