სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს კომპიუტერები გადასცეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს კომპიუტერები გადასცეს სიახლე
7-02-2011, 13:04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 10-მდე მეორეკლასელი მოსწავლე მათემატიკას, ქართულ ენას, ბუნებას კომპიუტერების გამოყენებით შეისწავლის.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, გადაწყვეტილება კომპიუტერების გადაცემის შესახებ 3 თებერვალს, სკოლის ახალი შენობის გახსნის შემდეგ მიიღო.

სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს ემსახურება. შაშკინმა აღნიშნა, რომ თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების პრობლემების დაძლევაში.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალ სკოლაში ხელის მოტორიკის განვითარებისთვის მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი და ადაპტირებულ კაბინეტებში უტარდებათ ინფორმატიკის გაკვეთილები, პრობლემა მაინც არსებობს: მოსწავლეთა ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა და სკოლაში კომპიუტერზე მიღებულ უნარებს ოჯახში ვერ ამყარებენ. მინისტრის განცხადებით, კომპიუტერები სწორედ ასეთ მოსწავლეებს გადაეცათ.
 
 

ასევე:

  • მინისტრმა ”ყველაზე ჭკვიანი” დააჯილდოვა
  • წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ
  • წარმატებულ პედაგოგებს სერთიფიკატები და კომპიუტერები გადასცეს
  • განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
  • სკოლის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დაჯილდოვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge