საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ედიბერიძეს თავისი სკოლის საუკეთესო ვებგვერდის შექმნისთვის პორტატული კომპიუტერი გადასცა.
სკოლისთვის ვებგვერდების შექმნის ინიციატივით მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიმართა და განმარტა, რომ განსაკუთრებულად გამორჩეული ავტორები სამინისტროს მხრიდან დასაჩუქრდებოდნენ. ერთ-ერთი საუკეთესო ვებგვერდი ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლისთვის სწორედ გიორგი ედიბერიძემ შექმნა.
გიორგიმ მიმდინარე წელს დაამთავრა სკოლა, წარმატებით ჩააბარა საატესტატო გამოცდები და სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს. მას საბუნებისმეტტყველო საგნები იტაცებს და არჩევანი კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლაზე გააკეთა.
საინტერესო ვებგვერდების გამოვლენა მომავალშიც გაგრძელდება და მათ შორის საუკეთესოს ავტორი ასევე დასაჩუქრდება. mes.gov.ge