|
10-09-2010, 13:28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე მასწავლებელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სასერთიფიკატო გამოცდები, სერთიფიკატები და პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
შაშკინმა პედაგოგებს, რომელთაც ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
მინისტრთან მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ თბილისის №156 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ნათელა კირვალიძე, რუსთავის №26 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზაზა მელიქიძე, თბილისის №51 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ირმა ჯიშიაშვილი, თბილისის №1 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი ნინო ბერაძე და თბილისის №42 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მაია თევდორაშვილი.
სერთიფიცირებული მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, იმუშავებენ მენტორ მასწავლებლებად და შესაძლებლობა მიეცემათ, სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრმაში ჩაერთონ. |
|