|
8-05-2011, 02:30
6 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა და წარმატებულ თანამშრომლებს ღირსების ორდენი გადასცა, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.
ღირსების ორდენი წარმატებული საქმიანობისთვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელს ნათია პაპავას, გადაეცა ღირსების ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი; ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ციური გიორგაძე; ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ირმა ძიძიგური; ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მაყვალა კურდღელია; თბილისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ამირან ჯამაგიძე; თბილისის №94 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჩაგანავა; ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი; თბილისის №161 საჯარო სკოლის გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ალექსი კალანდაძე; სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგისტიკის ჯგუფის მთავარი ლოგისტი მაია გაბუნია.
დაჯილდოებულ თანამშრომლებს მინისტრმა მადლობა გადაუხადა წარმატებული მოღვაწეობისთვის და სამინისტროს საქმიანობის პროცესში მათ ღვაწლზე ისაუბრა.
შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ასევე განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო. მიმდინარე ინოვაციური პროექტებიდან გამომდინარე, მან სამინისტროს როლზე და მის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა უწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიახლეების დანერგვის პროცესში გამჭვირვალობას, საზოგადოების სწორად ინფორმირებასა და ჩართულობას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება, მინისტრის თქმით, თითოეული თანამშრომლის საქმიანობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომელიც განათლების სფეროს წარმომადგენელებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება, მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. mes.gov.ge |
|