განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს სიახლე
4-07-2012, 19:16
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი - ხატია დეკანოიძე წარუდგინა. პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელი უნდა იყოს.

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სტიმული, რომ აიმაღლოს პროფესიული დონე. ასევე, აუცილებელია სკოლებში ცოდნის ამაღლება, რათა მოსწავლეებმა გამოცდების ჩაბარება რეპეტიტორების გარეშე შეძლონ.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებელთა სერთიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია მასწავლებლებისთვის „ ჩვენ გვინდა მასწავლებლის ანაზღაურება იყოს მაღალი“ განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გამოცდების ახალ მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ქვეყნის მიღწევა ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო, მაგრამ რეფორმები უნდა გაგრძელდეს და შესაბამისად, უნდა შეიცვალოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციონირებაც. მიხეილ სააკაშვილის თქმით ეს ცენტრი 12 თვე უნდა მუშაობდეს და არა წელიწადში ერთი თვე. „გამოცდების ეს ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ ყოველთვის იყოს ღია, რომ ყველას შეეძლოს ყოველ თვე ჩაბარება.“- განაცხად პრეზიდენტმა.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • პრეზიდენტმა გაეროს შტაბბინაში განათლების სისტემაზე ისაუბრა
  • საქართველოს პრეზიდენტმა „მასწავლებლის სახლი“ გახსნა
  • ყუმისთავის მღვიმეს პრომეთეს მღვიმე ეწოდება
  • არაქართულენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულად უნდა ისწავლებოდეს
  • პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანიებს მესტიით დაინტერესება ურჩია






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge