პრეზიდენტმა გაეროს შტაბბინაში განათლების სისტემაზე ისაუბრა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტმა გაეროს შტაბბინაში განათლების სისტემაზე ისაუბრა სიახლე
21-09-2010, 13:07
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს შტაბბინაში, 65-ე გენერალურ ასამბლეაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, განათლების გაუმჯობესება ათასწლეულის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთ წამყვან ელემენტს წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემის გაუმჯობესება ის გზაა, რომელმაც ხალხი სიღარიბიდან უნდა გამოიყვანოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა განათლების სფეროში და სხვადასხვა პროექტის ამოქმედებით ამ პროგრამებში მონაწილეობის საშუალება უამრავ ადამიანს მიეცა.

"პირველადი განათლება 12 წლამდე გავზარდეთ; ასევე შევქმენით პროფესიული სკოლები იმისთვის, რათა მსურველებისთვის ამ პროგრამებში მონაწილეობის უფლება მიგვეცა; წარმოვადგინეთ ინგლისურის შემსწავლელი ამბიციური პროგრამები და მოვიწვიეთ ათი ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებელი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის ყველა კარი ღიაა", _ განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს შტაბბინაში მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის შედეგებზე, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე გააკეთა.

გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეა 160-ზე მეტ საკითხს განიხილავს. საკითხთა ჩამონათვალი ასამბლეის წინასწარ დღის წესრიგშია შეტანილი. მათ შორისაა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე გარემოს დაცის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. სახელმწიფოს მეთაურების პოლიტიკური დისკუსია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. 20-22 სექტემბერს გამართული გაეროს სამიტი ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება.

გენერელური ასამბლეა გაეროს სათათბირო ორგანოა. მასში გაერთიანებულია გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო და ყოველ მათგანს აქვს ერთი ხმა.
 
 

ასევე:

  • საქართველოს პრეზიდენტმა „მასწავლებლის სახლი“ გახსნა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს
  • საქართველოს პრეზიდენტმა განათლების გზით მოდერნიზაციის მიღწევაზე ისაუბრა
  • პრეზიდენტმა ტექნიკური საგნების სწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა
  • პრეზიდენტმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge