პრეზიდენტმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა სიახლე
26-02-2010, 21:52
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, განათლების რეფორმასა და ქვეყნის განვითარებისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის გაჯანსაღება და პროგრესი, განათლების სისტემის განვითარების გარეშე ვერ მოხდება.
"შეუძლებელია ვილაპარაკოთ ქვეყნის გრძელვადიან გაჯანსაღებაზე, მის მოდერნიზაციასა და პროგრესზე, საზოგადოების კონკურენტუნარიანობაზე, თუ არ განვითარდება განათლების სისტემა. განათლება არის ის, რაც ქმნის მომავალი საქართველოს ადამიანურ რესურსს. ჩვენი ქვეყნის მთავარ სიმდიდრესა და ღირსებას. განათლების რეფორმის პირველი ტალღა ეხებოდა განათლების მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. სკოლების გარემონტებასა და ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას. განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში განისაზღვრა ახალი პრიორიტეტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა განათლების დონის ამაღლებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო ატესტატს, რომელიც მოსწავლეს ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენციის დადასტურების შედეგად მიეცემა. მოსწავლე, რომელიც დაამთავრებს სკოლას, ავტომატურად მიიღებს სკოლის დამთავრებს დამადასტურებელ საბუთს, სერთიფიკატს, თუმცა თუ მოსწავლეს სურვილი აქვს, მიიღოს ატესტატი და განაგრძოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, მას მოუწევს განათლების ცენტრებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ყველა ძირითად საგანში. ამით, ერთი მხრივ, გაიზრდება მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მაღალ კლასებში, ხოლო მეორე მხრივ, სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ექნება უფრო ფართო განათლება ყველა საგანში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პედაგოგთა სერთიფიცირებაზედაც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2010 წელს მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირება განხორციელდება იმისათვის, რომ ქართველმა პედაგოგებმა მომავალ წლებში სახელფასო დანამატი მიიღონ.
"2010 წელს განხორციელდება მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირება და ამის მთავარი სტიმული არის ის, რომ სერთიფიცირებული მასწავლებლები მომავალ წლებში მიიღებენ სახელფასო დანამატს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა განათლების სისტემაში დაგეგმილ სხვა რეფორმებზედაც ისაუბრა.
"უსაფრთხო სკოლის პროცესის ფარგლებში ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა სკოლებში. ფულს არაფერი ესაქმება სკოლებში. მოსწავლეთა საანგარიშსწორებო ბარათები შემოვა. ეს არ არის კრედიტბარათები. ეს სპეციალური ბარათებია. ეს სისტემა დაინერგება ქვეყნის დიდი ქალაქების სკოლების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათი საფეხურების მიხედვით და ასევე დაიყოფა იმისათვის, რომ უფროს და უმცროს კლასელები იყვნენ სხვადასხვა ადგილზე.
მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ახალ საგნებზე ისაუბრა.
"ეროვნული სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს ისეთ ახალ საგნებს, როგორებიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, მსოფლიო კულტურის ისტორია და სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ჩაანაცვლებს სპორტის გაკვეთილები. შეიქმნება სასკოლო ლიგები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. განათლება არის ერთადერთი ყველაზე ქმედითი იარაღი უმუშევრობასთან ბრძოლაში. შეიძლება არ გქონდეს უმაღლესი განათლება, მაგრამ უნდა გქონდეს პროფესიული განათლება და ეს აუცილებელია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი პროფესიული განათლების ცენტრები უზრუნველყოფენ ყოველწლიურად 20 ათასამდე კადრის მომზადებას. პრიორიტეტი მიენიჭება მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა მოსწავლეთა სამართლებრივი კულტურის ამღლებისა და სკოლებში კვების ობიქტებზე კონტროლის შემოღების აუცილებლობაზედაც გაამახვილა ყურადღება.
"იმისათვის, რომ ამაღლდეს მოსწავლეთა სამართლებრივი კულტურა, გაიმართება სისტემატური შეხვედრები პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლებთან. სკოლების სასადილოები გადაეცემა კერძო კომპანიებს, რომლებიც იკისრებენ ვალდებულებას შექმნან შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა. მკაცრი კონტროლი შემოვა კვების სტანდარტზე ყველა სკოლაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს წელს პირველად ექნებათ საშუალება ისარგებლონ სპეციალური კვოტებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარებისას.
ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
 
 

ასევე:

  • საქართველოს პრეზიდენტმა „მასწავლებლის სახლი“ გახსნა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს
  • საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება
  • საქართველოს პრეზიდენტმა განათლების გზით მოდერნიზაციის მიღწევაზე ისაუბრა
  • პრეზიდენტმა პარლამენტში განათლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge