პრეზიდენტმა პარლამენტში განათლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტმა პარლამენტში განათლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება სიახლე
28-02-2012, 23:00
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების საკითხზე.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და იმ ახალი საქმის დაუფლება, რომელზედაც უფრო დიდი მოთხოვნაა ბაზარზე. ღრმად მწამს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა კვალიფიკაციის ამაღლება, ანდა ახალი პროფესიის დაუფლება. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას, ერთი მხრივ, ვაშენებთ ახალ, გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო ცენტრებს - 2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება.ხოლო მეორე მხრივ, 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია, კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, სახელმწიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს. ეს თანხა მთლიანად აანაზღაურებს მისი მაღალი ხარისხის გადამზადების კურსს. ამას გარდა, ჩვენ დავიწყებთ ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის” პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ოც ქალაქში ერთდროულად 20 ათას ადამიანი გაივლის უფასო ტრენინგებს პროფესიის მიხედვით, ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ წლის ზაფხულში ასევე ამოქმედდება სტუდენტების დასაქმების ერთთვიანი პროგრამა, რომელიც 25 ათას სტუდენტს დაასაქმებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამით სტუდენტები, ერთი მხრივ, პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებელ პირველად პრაქტიკასაც გაივლიან და სწავლისა ან საზაფხულო დასვენებისათვის გარკვეულ თანხას დააგროვებენ.

"მაგრამ დასაქმებულთა წრის გაფართოებას, მარტო პროფესიული გადამზადება და სტუდენტური დასაქმებაც ვერ უშველის. ჩვენი საზოგადოების გრძელვადიანი წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განათლებას. განათლება ჩვენი მომავლის გასაღებია. ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობების განათლების დონე განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ცოდნასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის აშენებას; შევძლებთ თუ არა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების მთელი მსოფლიოდან მოზიდვას საქართველოში; განათლება ჩვენი მთავრობის ყველაზე გადამწყვეტი, ყველაზე განმსაზღვრელი პრიორიტეტია. დღეს, როდესაც კომუნიკაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც მსოფლიო უკვე ასეთი პატარაა, ინტელექტზე დაფუძნებული სამუშაო ადგილები აღარ ცნობს სახელმწიფოთა საზღვრებს, გლობალიზაციის ხანამ უკვე დიდი ხანია დაამკვიდრა პრინციპი: იქ სადაც არის ცოდნა - არის დასაქმებაც. ამიტომ, ჩვენ სულ უფრო და უფრო გავააქტიურებთ ძალისხმევას, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ, წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600-მდე სკოლა გარემონტდება - 2015 წელს კი, საქართველოს ყველა სკოლა იქნება გერმანიის, ჰოლანდიის, ამერიკის სკოლების დონის; ამიტომ, უკვე ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩართულია ინტერნეტში; ამიტომ, შევიტანთ წელს სკოლებში კიდევ დამატებით 11 ათას ახალ კომპიუტერს და ამ წლის ბოლოსთვის ყოველ 7 მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი იქნება. 2015 წელს კი, ბავშვების 90 პროცენტს ექნება პერსონალური კომპიუტერი. ამიტომ, წელს უკვე 100 სკოლაში გავხსნით ულტრა-თანამედროვე "მომავლის კლასებს" და ამიტომ ვაგრძელებთ სკოლებში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის უმაღლესი დონის ლაბორატორიების გახსნას. ამიტომ მიიღებს ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს; ამიტომ ვზრდით მასწავლებლების ხელფასებს და ამიტომ ჩამოგვყავს ათასობით ინგლისური ენის მასწავლებელი ჩვენი ბავშვებითვის", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა:

"მიზანი მარტივია - ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ჩვენზე უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ, უფრო დაცული და უფრო წარმატებული, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა და უკეთესად შეეძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება; რომ მათი ცოდნა და მონდომება უფრო მეტად ფასდებოდას და იოლად შოულობდნენ დამსახურებისა და ცოდნის მიხედვით სასურველ სამსახურს. ეს არის ნებისმიერი მშობლის ოცნება - ეს არის ჩვენი რეფორმების მიზანიც".
 
 

ასევე:

  • საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება
  • საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აშენდება
  • პრეზიდენტმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა
  • საქართველოს პრეზიდენტმა განათლების გზით მოდერნიზაციის მიღწევაზე ისაუბრა
  • საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge