საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება სიახლე
12-02-2011, 16:50
"2015 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება. ეს არის ჩვენი დაპირება. დაწყებული შენობებიდან, აღჭურვილობით დამთავრებული", _ განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, ბევრი სკოლა თანამედროვე სტანდარტებს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს. ეს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მომავლის გასაღები განათლებაა. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამას ეფუძნება, იქნება ჩვენი ქვეყანა პერსპექტიული თუ ჩაიძირება; შევძლებთ თუ არა საქართველოს მოდერნიზაციას, კონკურენტუნარიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

"ამიტომ ვაგრძელებთ სკოლების და სასკოლო სისტემების განვითარებას. ვაგრძელებთ კომპიუტერიზაციის და ინტერნეტიზაციის პროგრამებს სკოლებში. ვახორციელებთ პროგრამას, რომლის შედეგადაც ყველა სერთიფიცირებული მასწავლებელი მიიღებს 200-ლარიან დამანატს, ხოლო მასწავლებლების ყველაზე კვალიფიციური ნაწილი _ 25 პროცენტი, ვინც ჩააბარებს სერთიფიკაციას, ხელფასი 1000 ლარამდე გაეზრდება", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მართალია, ეს არ მოაგვარებს ჩვენი პედაგოგების ყველა პრობლემას, მაგრამ იმის გარანტიას მაინც შექმნის, რომ ღირსეული მასწავლებელი რაღაც დონეზე მაინც ადეკვატურად იყოს ანაზღაურებული.
ghn
 
 

ასევე:

  • პრეზიდენტმა პარლამენტში განათლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება
  • საქართველოს ყველა ქალაქს საერთაშორისო სტანდარტის გზა დააკავშირებს
  • საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აშენდება
  • არაქართულენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულად უნდა ისწავლებოდეს
  • საქართველოში "ინტელის" ლიცენზიის მქონე ქარხანა გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge