არაქართულენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულად უნდა ისწავლებოდეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

არაქართულენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულად უნდა ისწავლებოდეს სიახლე
15-04-2011, 00:45
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წლის ბოლომდე ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30 პროცენტი მაინც ქართულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს. ამის განსახორციელებლად, პრეზიდენტმა განათლების მინისტრს დაავალა, გამოიყოს დამატებითი ფინანსები, ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია და 2 თვის განმავლობაში კონკრეტული გეგმა შეიქმნას.

"კონკრეტული დავალება მინდა მოგცეთ: ავიღოთ კურსი იმაზე, რომ მომავალი წლის ბოლომდე არაქართულოენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი მაინც უნდა ისწავლებოდეს ქართულად. ეს ნიშნავს, რომ მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია და სხვა საგნების უმეტესი ნაწილი ქართულ ენაზე უნდა იყოს. მასწავლებელს ამ საგნების დიდი ნაწილი მაინც უნდა შეეძლოს ასწავლოს ქართულადაც, აზერბაიჯანულადაც, სომხურადაც, რუსულადაც, ოსურადაც", - განაცხადა სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, მაგისტრანტები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ქართულის სწავლის სურვილს გამოხატავენ 500-ლარიან ხელფასს მიიღებენ.

"ბაკალავრი, რომელსაც უნდა მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება და წავა ქართულის მასწავლებლად რეგიონში, მიიღებს 500-ლარიან ხელფასს. ერთწლიანი სწავლების შემდეგ მაგისტრატურას სახელმწიფო დაუფინანსებს. დოქტურანტურის სტუდენტებს, ხელფასის გარდა, ექნებათ სტიმული: მათ მიეცემათ კრედიტები, თუ ნინოწმინდაში, ახალქალაქში ან ბოლნისის რაიონში ასწავლიან ქართულ ენას. ყველა ადგილობრივი მასწავლებელი, ვინც ასწავლის ენას ორ ენაზე, მიიღებს 200-ლარიან დანამატს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ghn
 
 

ასევე:

  • პრეზიდენტმა ტექნიკური საგნების სწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა
  • საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება
  • 2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს
  • საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge