საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება სიახლე
26-10-2010, 19:33
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატვით 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამის ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება. პროგრამა ,,აინშტაინი’’ საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს.

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მოწყობა მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას.

,,საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით აუცილებელია შესაბამისი ინფრასტუქტურის დანერგვა. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს, სწორედ ამიტომ სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა პროგრამა ,,აინშტაინი’’ - განაცხადა პროგრამის პრეზენტაციისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

პროგრამის დადებით მხარეებზე ასევე ისაუბრეს 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ და ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ალუდა გოგლიჩიძემ.

პროგრამა ,,აინშტაინის’’ მიხედვით ყველა საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტებში სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.
 
 

ასევე:

  • ფიზიკის მასწავლებლები CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლიან
  • მინისტრმა უცხოელი პროფესორების ჩამოყვანაზე ისაუბრა
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო კვლევების ჩატარებას იწყებს
  • ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის მიღება იწყება
  • დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge