მინისტრმა უცხოელი პროფესორების ჩამოყვანაზე ისაუბრა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მინისტრმა უცხოელი პროფესორების ჩამოყვანაზე ისაუბრა სიახლე
4-09-2011, 23:19
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი, მრავალ საკითხთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას, პროფესიული სწავლების ხელშეწყობას, უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი პროფესორების ჩამოყვანასა და მილენიუმის სასწავლებლის მშენებლობას შეეხო.

ჟურნალისტებისათვის ორგანიზებულ სემინარზე მინისტრმა სამინისტროს 2011 წლის სექტემბერ-დეკემბრის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, დეტალურად შეეხო შემდეგ თემებს:

სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის;
სახელმძღვანელოების დაბალი ფასები და ხელმისაწვდომობა;
ახალი სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების გახსნა;
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
E-strategy - ელექტრონული სტრატეგია;
60 000 ნეტბუკი საჩუქრად პრეზიდენტისგან ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს და მათ დამრიგებელს;
1000 პორტატული კომპიუტერი სახელმწიფოსგან წარჩინებულ მოსწავლეებს;
პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდა; ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა;
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება;
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება;
ქართული ენის სწავლების გაძლიერება;
მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლება;
პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი პროფესორების ჩამოყვანა;
მილენიუმის სასწავლებლის მშენებლობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტების ყველა შეკითხვას პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უპასუხა.

საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებთან ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინმა პარლამენტარებს სამინისტროს პრიორიტეტები წარუდგინა
  • განათლების მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
  • საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება
  • განათლების მინისტრმა 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა
  • პროფსასწავლებლებში სწავლების საფასურის 80%-ს სახელმწიფო დააფინანსებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge